Wednesday, July 16, 2014

პროექტის სახელწოდება: გარემოს დაბინძურება პოლიმერული მასალების ნარჩენებით.
პრობლემა: გარემოს დაბინძურება პოლიმერული მასალების ნარჩენებით.
პროექტის მიზანი: ეკოგარემოს გაწმენდა პოლიმერული მასალების ნარჩენებისაგან.
პროექტის სავარაუდო შინაარსი: ,, სუფთა გარემო ჩემი უფლებაა, გარემოს დაცვა ჩემი მოვალეობაა.’’
პროექტის განხორციელების გზები: მოვიფიქროთ, როგორ მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია ( ბეჭდვითი, ინტერნეტი, აუდიოვიზუალური) პოლიმერული მასალების
(პოლიეთილენის პარკების,პლასტმასების,ფენოპლასტების) ნარჩენებით გარემოს დაბინძურების შესახებ.
მონაწილეთა ასაკი:16 წელი
ვადა: 2კვირა
პროექტის სავარაუდო შედეგი: პროექტის შედეგი შეიძლება იყოს თვითნაკეთი ბროშურა,
კოლაჟი, სტატია სასკოლო კედლის გაზეთისათვის, სასკოლო კონფერენციის მოწყობა,
რომელზეც მოვიწვევთ გარემოს დაცვის ექსპერტებს, ცნობილ პიროვნებებს და სხვა
პროექტის მსვლელობა: ავიღებთ ინტერვიუებს და გავაანალიზებთ.დასკვნის გაკეთება
რამდენად სერიოზულია ეს პრობლემა.ჩვენ რომ შეგვეძლოს გადაწყვეტილებების მიღება
შევზღუდავდით თუ არა პოლიმერული მასალების გამოყენებას.შევაგროვოთ ცნობები,
რამდენად დაბინძურებულია გარემო ჩვენი საცხოვრებელი სახლის გარშემო.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: წიგნები, ინტერნეტი,ქაღალდები.
პროექტის მსვლელობა( ძირითადი აქტივობები):
აქტივობა 1.თემის  შერჩევა
აქტივობა2. პროექტის გეგმის ჩამოყალიბება
აქტივობა3. ახდენენ მოვალეობების გადანაწილებას.
აქტივობა4. მოიძიებენ ინფორმაციას ინტერნეტში,აწარმოებენ გამოკითხვას ადამიანებთან.
აანალიზებენ ინფორმაციას.
აქტივობა5. პროდუქტის(პროექტის )მომზადება
აქტივობა6.პროექტის პრეზენტაცია
აქტივობა7.პროექტის შემაჯამებელი შეფასება. მოსწავლეები აბარებენ ანგარიშს მასწავლებელს. მასწავლებელი აფასებს წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით.
პროექტის ხელმძღვანელი:ჟ.ხაინდრავა

ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:გულნარახაინდრავა@გმაილ.კომ.

No comments:

Post a Comment